"აქტიური მოქალაქის როლი დემოკრატიულ საზოგადოებაში"

ვინ არის აქტიური მოქალაქე?

აქტიური მოქალაქე, ეს არის ადამიანი, ვინც ჩართულია ქვეყნის მართვის პროცესში, იღებს მონაწილეობას რეფერენდუმში, არჩევნებში, ახდენს გავლენას მედიაზე და რეაგირებს მასზე და სახალხოდ და ღიად აფიქსირებს თავის აზრს.

როგორ ახდენს გავლენას ადამიანი სახელმწიფოზე?

სახელმწიფო და ხალხი არის ერთიანი სხეული, რომელიც გადაწყვეტილებებს უნდა იღებდეს შეთანხმებულად და მრავალთა აზრის გათვალისწინებით. შესაბამისად, აქტიურ მოქალაქეებს უდიდესი წვლილი შეაქვთ სახელმფიფოში დემოკრატიის განვითარებში.

განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში, მოქალაქეები ჩართულნი არიან ქვეყნის მართვის პროცესში და სხვადასხვა ინსტიტუტთა თანამონაწილეობით მონიტორინგს უწევენ სახელმწიფოს ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დემოკრატიის ხარისხის ზრდისათვის აუცილებელია მოქალაქეებს გავლენა ჰქონდეთ სახელმწიფოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.

განვლილი წლების პრაქტიკა ამტკიცებს, რომ ძალა ხალხშია, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი საკითხის გადაჭრა და ქვეყნის უკეთეს გზაზე დაყენება, მთავარია ყველა მოქალაქეს კარგად ჰქონდეს გააზრებული საკუთარი პასუხისმგებლობა და მოვალეობა ქვეყნის, ხალხის და საკუთარი თავის წინაშე.

შთაგონების წყარო…

ადრე არასდროს მიფიქრია, თუ რამხელა ძალა ჰქონდა თითოეულ მოქალაქესაც კი, თუმცა ჩემი შთაგონების წყარო გახდა მაჰათმა განდი. როცა მის ისტორიას გავეცანი, გაოგნებული დავრჩი, თუ როგორ მოახერხა ერთმა ადამიანმა ინდოეთის დახსნა ინგლისის კლანჭებიდან, პოლიციის ჩამოყალიბება და ქვეყანაში დემოკრატიის დამყარება. ეს მართლაც სამაგალითო იყო ჩემთვის. სწორედ შენ ხარ ის ადამიანი, ვისაც შეუძლია მსოფლიო შეცვალოს, მთავარი კი მონდომება და განათლებაა.


კომენტარები

No comments to show.
Design a site like this with WordPress.com
Get started